სიახლეები

5 ივლისი 2016

შავი ზღვის სანაპიროს ნარჩენებით დაბინძურება მკვეთრად შემცირდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ შეკვეთილში, მდინარე ნატანების კალაპოტში ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟის სამუშაოები მოინახულეს.
24 ივნისი 2016

თბილისში 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლისის ტბის ფერდობზე 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა. დღეს ახლადაშენებული კომპლექსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს.
22 ივნისი 2016

ასპინძაში მცხოვრები პატარები კეთილმოწყობილ, თანამედროვე საბავშვო ბაღებში ივლიან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ასპინძის მუნიციპალიტეტში ორი ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა. შესრულებული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.
21 ივნისი 2016

საჩხერის მუნიციპალიტეტში 7 კმ-ანი გზით 6 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში, 7 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნო.
14 ივნისი 2016

ასპინძაში რაგბის სტადიონთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ასპინძის მუნიციპალიტეტში, რაგბის სტადიონთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. დღეს, სამუშაო პროცესს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრო.
13 ივნისი 2016

წყნეთი-ბეთანიის გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

2015 წლის 13 ივნისს სტიქიიდან 1 წლისთავზე, წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანებული ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და კოორდინაციით მიმდინარეობდა, დასრულებულია. სტიქიის მიერ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის პროექტებზე მუშაობა დაწყებულია. კვლევის პროცესში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამერიკელი ექსპერტები. მათ გეოლოგიური სამუშაოები, ქართველ სპეციელისტებთან ერთად, უახლესი ტექნოლოგიით განახორციელეს.
9 ივნისი 2016

კაცხის მონასტერი ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტში კაცხის მონასტრის სარესტავრაციო–საკონსერვაციო სამუშაოები დაათვალიერა. მუნიციპალური განვითარების ფონდი მონასტრის რესტავრაციასთან ერთად მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებსაც აწარმოებს. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს.
28 მაისი 2016

ვანს განახლებული არქეოლოგიური მუზეუმი ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ნაქალაქარის ტერიტორიის სრული სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ნაქალაქარის ტერიტორიის და მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასევე, მუზეუმის სპეციალური ინვენტარით აღჭურვა.
24 მაისი 2016

ქობულეთში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ილია დარჩიაშვილმა ქალაქ ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.
20 მაისი 2016

სოფელ მარელისში 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში 4 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. გზის სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულეს.