სიახლეები

1 აგვისტო 2016

ტყიბულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტყიბულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაავალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 574 016,37 ლარია.
29 ივლისი 2016

ევროპის საინვესტიციო ბანკისგან საქართველო დამატებით 100 000 000 ევროს მიიღებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და ფონდის დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის თანამშრომლები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს - იონას ბისტრომს, ჯორჯია კოუწიანას და ალექსანდრა ვილკომს შეხვდნენ.
27 ივლისი 2016

მესტიის მუნიციპალიტეტს განახლებული სპორტსკოლა ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
22 ივლისი 2016

სოფლად სახლის პროექტიის ფარგლებში კიდევ 10 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს სამეგრელოში იმ დევნილი ოჯახების ნაწილი მოინახულეს, რომელთაც “სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცათ.
21 ივლისი 2016

მარნეულის 400-მდე აღსაზრდელი სექტემბრიდან კეთილმოწყობილ ბაღში ივლის

მარნეულში მცხოვრები 400-მდე ბავშვი ახალი სასწავლო წლიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღში ივლის. მნიშვნელოვანია, რომ ბაგა-ბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის სრულად იქნება ადაპტირებული.
20 ივლისი 2016

ბოლნისში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ამჟამად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას წყალი 7-8 საათიანი გრაფიკით მიეწოდება, პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივებს 24-საათიან წყალმომარაგება ექნებათ. სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.
13 ივლისი 2016

მუდმივი საცხოვრებლით კიდევ 10 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 100 000 ევროს ღირებულების სახლებს შეიძენს. აღნიშნულ სახლებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს.
12 ივლისი 2016

EBRD-ის მხარდაჭერით ქვეყანაში გრძელდება მყარი ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება

2016 წლის 12 ივლისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში, ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ დაფინანსების ხელშეკრულებებს. დღესვე, ბრუნო ბალვანერამ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საპროექტო შეთანხმება გააფორმეს.
8 ივლისი 2016

საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალციხის მუნიციპალიტეტში საფარის მონასტერთან მისასვლელი 7.2 კმ-იანი გზის სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
7 ივლისი 2016

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სომხეთის დელეგაციას გამოცდილება გაუზიარა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე სომხეთის დელეგაციის წევრებს, კერძოდ კი სომხეთის ტერიტორიული მმართველობისა და განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს, ვაჩე ტარტერიანს და ადგილობრივი თვითმმართველობის დეპარტამენტის უფროსს, აშოტ გილოიანს შეხვდა.