სიახლეები

23 აგვისტო 2016

სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ ტყვიავში, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრს აშენებს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა.
20 აგვისტო 2016

სოფელ მარელისში 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში 4 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული გზა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გოგოლაძემ დაათვალიერეს.
18 აგვისტო 2016

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის სასოფლო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე გაეცნო.
15 აგვისტო 2016

EIB-ის წარმომადგენლობა დაფინანსებული პროექტების მონიტორნგის მიზნით იმერეთს ეწვია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში, 7 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 099 000 ლარია.
12 აგვისტო 2016

დიდგორის კომპლექსის რეაბილიტაცია იწყება

დღეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორობის დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე დიდგორში იმყოფებოდნენ.
12 აგვისტო 2016

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფელ მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციო სამუშაობს ახორციელებს. სოფლების მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი 7,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის პროექტი დაფინანსდა მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ.
9 აგვისტო 2016

ზესტაფონის მოსახლეობა წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ქალაქ ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 4 822 313.24 ლარია.
8 აგვისტო 2016

ლენტეხის მუნიციპალიტეტში შიდა გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ლენტეხის მუნიციპალიტეტში საავტომობილო ხიდებისა და შიდა ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 943 000 ლარია.
4 აგვისტო 2016

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩხარი - ზედა ალისუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩხარი - ზედა ალისუბნის დამაკავშირებელი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული გზა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მოადგილემ თორნიკე თორაძემ მოინახულეს. საავტომობილო გზის სიგრძე 1,2 კმ -ია. აღნიშნულ გზას რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებია.
2 აგვისტო 2016

დაბა მესტიაში ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, მესტიის მუნიციპალიტეტში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 4 334 261,83 ლარია.