სიახლეები

29 დეკემბერი 2016

ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. დასკვნითი სამუშაოების დასათვალიერებლად, გამყოფი ხაზის სოფელში იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გალაქტიონ ბუაძე.
28 დეკემბერი 2016

თელავში ბატონის სასახლის მიმდებარედ ახალი მუზეუმი შენდება

თელავში, ბატონის სასახლის მიმდებარედ, ახალი მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერეს.
27 დეკემბერი 2016

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 66 მუნიციპალიტეტისთვის სპეც-ტექნიკა შეიძინა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 144 ნაგავმზიდი მანქანა და 7209 ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა. ტექნიკის ნაწილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტს გადასცეს.
26 დეკემბერი 2016

შუამთა ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ძველი და ახალი შუამთის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. შესრულებული სამუშაოების დათვალიერების და ახალი ტურისტული ობიექტის გახსნის მიზნით კახეთის რეგიონში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ალავერდის მონასტრის მიტროპოლიტი, მეუფე დავით მახარაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გალაქტიონ ბუაძე და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი იმყოფებოდნენ.
20 დეკემბერი 2016

თბილისი - რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობა გრძელდება

თბილისი - რუსთავის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით, კონტრაქტის გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გალაქტიონ ბუაძემ და ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანიის, „სეზა ინშაათ“-ის წარმომადგენლებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს.
13 დეკემბერი 2016

გალაქტიონ ბუაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გალაქტიონ ბუაძე და მისი პირველი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
6 დეკემბერი 2016

გალაქტიონ ბუაძე „COBRA ASSIGNIA“ -ს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გალაქტიონ ბუაძე, მისი მოადგილე დავით ტაბიძე და მრჩეველი პროექტების მართვისა და ეკონომიკურ საკითხებში ბექა თორია ესპანურ კომპანია „COBRA ASSIGNIA“-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა მეტროსადგურ ,,უნივერსიტეტის“ პროექტზე ისაუბრეს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია.
5 დეკემბერი 2016

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გალაქტიონ ბუაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გალაქტიონ ბუაძე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს უხელმძღვანელებს. გალაქტიონ ბუაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად, პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 30 ნოემბრის #480 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა.
24 ნოემბერი 2016

ADB-ის მისიამ მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს ოფიციალური ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის მისია ეწვია. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, ფონდის დირექტორის მოადგილემ დავით ტაბიძემ და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ ,,უნივერსიტეტის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
17 ნოემბერი 2016

მუნიციპალური განვითარების ფონდს ADB-ის მისია ესტუმრა

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს ოფიციალური ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის მისია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მგფ-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და ფონდის დონორებთან ურთიერთობისა და პროექტების მართვის სამსახურის თანამშრომლები წარმომადგენლებს შეხვდნენ და აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების სპეციალისტებთან ერთად, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.