სოფელ სხვიტორში მგფ-ის მიერ აშენებული ხიდი 17 სოფელს საჩხერის ცენტრთან დააკავშირებს

22 ივლისი 2014

 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ  სხვიტორში საავტომობილო ხიდი ააშენა, რომლის საშუალებითაც საჩხერის მუნიციპალიტეტის 1სოფელი ცენტრს დაუკავშირდება.  მუნიციპალური განვითარების   ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა, საჩხერის  მუნიციპალიტეტის  წარმომადგენლებთან  ერთად  ახლად აშენებული  ხიდი გახსნა და მოსახლეობას გაესაუბრა.  პროექტის ღირებულება 488 974,92  ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 ხიდის მშენებლობა მდინარე ჩიხურაზე მოხდა. ძველი ხიდი მწყობრიდან იყო გამოსული  და ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის მოთხოვნებს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადადგილების დროს საფრთხეს უქმნიდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით აღნიშნული  პრობლემა აღმოფხვრილია და სოფელ სხვიტორში ახალი, თანამედროვე სტანდარტის, საავტომობილო ხიდი აშენდა. ახალი ხიდის მეშვეობით  საჩხერის მუნიციპალიტეტის 17 სოფელი ისარგებლებს და დაუკავშირდება საჩხერის ცენტრს. 

 ეს სოფლებია: სხვიტორი, ჩიხა, ორღული, ჭალა, ღონა, სპერი, დარყა, დრბო, საკოხია, პერევი, ჭრია, ჭურხალი,  ქარძმანი, სინაგური, ჯალბეთი, ტბეთი, თედელეთი.

 ხიდის მშენებლობაზე ჯამში 30 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობა იყო.  ხიდის ბურჯები მოწყობილია ხიმინჯებზე და აღჭურვილია სარეგულაციო კედლებით.  ექსპლუატაციაში შესვლისთანავე ხიდზე თავისუფალი მოძრაობის საშუალება აქვს ყველა სახის ტრანსპორტს. ახალი ხიდი თავისი მონაცემებით ყველა თანამედროვე სტანდარტს და მოთხოვნას აკმაყოფილებს.

  ახალი ხიდის სიგრძე 24 მეტრია, სიგანე კი 11 მეტრი. ხიდის მშენებლობის დროს  მაქსიმალურად იყო დაცული და გათვალისწინებული გარემოს დაცვის საკითხები და  ყველა პირობა იქნა დაცული, რომ გარემოს ზიანი არ მიდგომოდა.  ხიდის სამშენებლო სამუშაოები კომპანია შპს „ზიმომ“ განახორციელა. სოფელ სხვიტორში ხიდის მშენებლობა  2013 წლის 20 დეკემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის 18 ივლისს დასრულდა.