ნარუჯა - ლაითურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

3 სექტემბერი 2020

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ახალი გზით ისარგებლებენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 სოფლის დამაკავშირებელი 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო ეზოში შესასვლელები.

დასრულებულ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო. 

აღნიშნულ გზაზე, გზის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას. 

სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა.