ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით ღია კარის დღე იმართება

30 აპრილი 2019

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაგეგმილი აქვს 35-მდე სპეციალური ტექნიკის შესყიდვა.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 1 მაისს, 12:00 საათზე მგფ-ის საკონფერენციო დარბაზში (აღმაშენებლის N150)  ღია კარის დღე გაიმართება. შეხვედრის მიზანია, სპეციალური ტექნიკის სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ექნებათ, ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ შესყიდვის დეტალებს, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო უკეთ მოემზადონ და გარემოც მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას შეუძლია.