მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2018 წელს 54 პროექტი დაასრულა

31 დეკემბერი 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2018 წელს დაასრულა 54 პროექტი და დაიწყო  70 პროექტი. დასრულებულ პროექტებს შორისაა ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა, გზის ეს ურთულესი მონაკვეთი ევროპული სტანდარტით აშენდა, დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების თანამედროვე სისტემები და დასრულდა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები, ოზურგეთში აშენდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, რეაბილიტირდა დუშეთის ცენტრალური პარკი, ფაქტობრივად  დასრულდა კობი-გუდაურის 7 კმ-ზე მეტი სიგრძის საბაგირო გზის მშენებლობა და სხვა.

ფონდს 2019 წელს დაგეგმილი აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. მათ შორისაა, დუშეთის სახლების რეაბილიტაცია, ქუთაისში ისტორიული უბნის და დავით კაკაბაძის გალერეას რეაბილიტაცია, თბილისის მეტროს რეაბილიტაცია (რაც ითვალისწინებს ელექტროკაბელებისა და სავენტილაციო სისტემის განახლებას), მარშალ გელოვანის გამზირზე ვეფხი და მოყმის ძეგლთან სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, სხვადასხვა რეგიონში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა და სხვა.