წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

3 ოქტომბერი 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, პალურის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3.5 მილიონ ლარს სცდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, სოფელ პალურში, 6 კილომეტრიანი გზის დაგება და გზის ორივე მხარეს რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობა.