საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბიზნეს სახლის ტენდერი შეწყვიტა

30 აპრილი 2018

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბიზნეს სახლის ტენდერი შეწყვიტა. ეს ტენდერი ფონდმა 2017 წლის  21 დეკემბერს გამოცხადა, წინადადების მიღება კი 23 იანვარს დასრულდა.

შეფასდა ორი კომპანია  - ,,ამხანაგობა ბიზნეს სახლიდა შპს ,,დაგი“. ,,ამხანაგობა ბიზნეს სახლმა“, ტექნიკური დოკუმენტაციის შეუსაბამობის გამო, დისკვალიფიკაცია მიიღო, რის შემდეგაც  შპს ,,დაგისსატენდერო დოკუმენტაცია ორჯერ გაასაჩივრა.

სატენდერო კომისიამ აუცილებელად მიიჩნია სატენდერო პირობებში მეტი სიცხადის შეტანა, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას და უზრუნველყოფს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციულ, არადისკრიმინაციულ მიდგომასა და თანასწორ მოპყრობას. 

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ  მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია სატენდერო პირობების ცვლილება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების დაცვის უზრუნველსაყოფად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეწყვიტა ელექტრონული ტენდერის პროცედურა, ახალი ტენდერი კი შეცვლილი პირობების შესაბამისად გამოცხადდება.