გაგი ბუაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

6 ივლისი 2017

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გაგი ბუაძე, სამსახურის უფროსებთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა დეტალურად განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.