უბისას მონასტერთან ზაფხულში გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ

ივნისის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უბისას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა სრულდება.

ინფრატსრუქტურულ სამუშაოებს  მსოფლიო ბანკი 2 მილიონი ლარით აფინანსებსპროექტის ფარგლებში აშენდა საინფორმაციო შენობა-ნაგებობა, კაფე, სამზარეულო და სველი წერტილი.

შესრულებულ სამუშაოების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე გაეცნო.

პროექტის შედეგად, მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც იმერეთის რეგიონში  ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.