ტაბაკინში წმ. გიორგის მონასტერთან სექტემბრიდან ახალი გზით მიხვალთ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში წმ. გიორგის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. 
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთან მისასვლელი გზა წლების განმავლობაში  გაუვალი იყო და გადაადგილების პრობლემა იქმნებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ  წმინდა გიორგის მამათა მონასტრის ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა, მონასტერში მცხოვრები ბერები, მომლოცველები და ტურისტები უსაფრთხო გზით ისარგებლებენ. პროექტით გათვალისწინებულია ბეტონის გზის დაგება. სამუშაოებზე  20 ადამიანია დასაქმებული.
შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ობიექტებზე არსებული ვითარება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ადგილზე შეამოწმა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 921 173.86 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.