გაგი ბუაძე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარეს შეხვდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარე დავით მარკოზაშვილთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ეროვნული პარკების განვითარების ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილეები გიორგი ჩხეიძე და თომა დეკანოიძე ესწრებოდნენ.