MDF - მა ASIF -ის წევრებს გამოცდილება გაუზიარა

 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სომხეთის სოციალური ინვესტიციების ფონდის წევრებს უმასპინძლა. სომხეთის მთავრობის ინიციატივით 20-22 მაისს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში ASIF -ის წევრები რეგიონული განვითარების სტრატეგიებსა და მიმართულებებს გაეცნენ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობიდან გამომდინარე, სომხეთის სოციალური ინვესტიციების ფონდი დაინტერესებულია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მუშაობის გამოცდილებით. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და მისმა მოადგილეეებმა გიორგი სომხიშვილმა და თემურ მურღულიამ დელეგაციის წევრებს მუნიციპალური განვითარების ფონდის შესახებ მიაწოდეს ინფორამცია და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. სომხეთის ტერიტორიული მართვის სამინისტრომ მუნიციპალური განვითარების სტრატეგიის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შექმნა. სწორედ აღნიშნული ჯგუფის წევრები სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით 3 დღიანი ვიზიტით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ესტუმრნენ. სომხეთის სოციალური ინვესტიციების ფონდი 1995 წელს შეიქმნა. დელეგაციას სომხეთის ტერიტორიული მართვის მინისტრის პირველი მოადგილე ვაჰე ტერტერიანი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე შედიან - სომხეთის სოციალური ინვესტიციების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი- აშოტ კირაკოსიანი, სომხეთის სოციალური საინვესტიციო პროგრამების მსოფლიო ბანკის ჯგუფის ლიდერი - ივან დრაბეკი, ასევე მსოფლიო ბანკის კონსულტანტი ალექსან ოვანესიანი, სომხეთის სოციალური ინვესტიციების ფონდის ინსტიტუციონალური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი არამ გრიგორიანი , ასევე კონსულტანტები გარიკ ხაჩატრიანი და ნაირუჰ ჯრბაშიანი. სემინარის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს მდფ-ის მიზნების, სტრუქტურის, მართვის მექანიზმების, დაფინანსების წყაროების, იურიდიული დეტალების, სტრატეგიისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორომაცია. საქართველოში სასწავლო ვიზიტის გამარათვის იდეა ერევანში 2012 წელის ოქტომბერში მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო სემინარზე - „ სოციალური საინვესტიციო ფონდების განვითარება სომხეთსა და მოლდოვაში „ ფრაგლებში გაჩნდა.