როშკა-არხოტის გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

31 აგვისტო 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, დუშეთის მუნიციპალიტეტში, როშკა-არხოტის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, 28 კილომეტრიანი გზა მთლიანად გაიჭრა და მაღალი გამავლობის ავტომობილებს  გადაადგილება შეუძლიათ.

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, საავტომობილო გზების წარმომადგენელთან და საპროექტო ორგანიზაციასთან ერთად, გზის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. ადგილზე კიდევ ერთხელ განიხილეს ის სირთულეები, რომლებიც მშენებლობის პროცესში გამოვლინდა.