მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

15 სექტემბერი 2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, დაბა მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.