კონფლიქტისპირა სოფლებში წყალმომარაგების I ეტაპის სამუშაოები დასრულდა და მეორე იწყება

21 ნოემბერი 2018

გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტისპირა სოფლების ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები სრულდება. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან სიმონ გულედანთან ერთად, ადგილზე მოინახულა.