თელავის ხევისა და უსახელო ხევის რეაბილიტაცია სრული დატვირთვით მიმდინარეობს

26 იანვარი 2017

 თელავის ხევისა და უსახელო ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს.  სამუშაოების პროცესის გასაცნობად, თელავში იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე,  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - გალაქტიონ ბუაძე, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - დავით ტაბიძე.