დოკუმენტები

14 სექტემბერი 2015

რეგიონული განვითარების პროექტი (RDP) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინფრასტრუქტურის აღდგენა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და ნინოწმინდას მონასტერში

ქვე-პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვის დოკუმენტის და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა
2015 წლის 21 სექტემბერს 12:00 საათზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში სოფ. ნინოწმინდას საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, გაიმართება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და ნინოწმინდას მონასტერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინფრასტრუქტურის აღდგენის ქვე-პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვის დოკუმენტებისა და გარემოს დაცვის მართვის გეგმების საჯარო განხილვა.

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
საზოგადოების წარმომადგენლებს შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობა შეუძლიათ:
31 აგვისტო 2015

ბატონის ციხის რეაბილიტაციის ქვეპროექტი (მუზეუმი და ტერიტორია) თელავში - ფაზა 2

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის (RDP) ფარგლებში და ითვალისწინებს ბატონის ციხის მუზეუმის არსებული დაუმთავრებელი ნაგებობის რეკონსტრუქციასა და ფუნქციონალურ აღჭურვას. ბატონის ციხის მუზეუმი მდებარეობს ქალაქ თელავში ერეკლე II სასახლის მიმდებარედ. ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი სივრცის შექმნა იაშვილის გალერეისთვის და სახურავის ნაწილზე ხმის იზოლაციის მოწყობა. სახურავის ამავე ნაწილში ასევე დაგეგმილია ტერასისა და კაფეს განთავსება.

28 აგვისტო 2015

ვანის არქეოლოგიური ძეგლების დამცავი გადახურვა და ვანის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიის აღდგენა

ქვე-პროექტი ითვალისწინებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიის ინფრასტრუქტურის აღდგენას. კერძოდ, ქვე-პროექტის ფარგლებში განხორციელდება საკონსერვაციო გადახურვის მოწყობა გათხრების შედეგად აღმოჩენილი ხუთი ძეგლისათვის და ვანის არქეოლოგიური მუზეუმის და არქეოლოგიური უბნის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია. ტერიტორიაზე აგრეთვე, მოეწყობა საინფორმაციო სტენდები, მოსასვენებელი სკამები და განთავსდება სანაგვე ურნები.
ქვე-პროექტი განხორციელდება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:
24 აგვისტო 2015

მარნეულის #3 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს ქ. მარნეულში, 26 მაისი ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის სრულ რეაბილიტაციას.
14 აგვისტო 2015

მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა, ნახევარწლიანი გარემოსდაცვითი მონიტორინგის ანგარიშები

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (აგბ)-ს შორის გაფორმდა მრავალტრანშიანი დაფინანსების საშუალება - მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის სესხი -SUTIP და სხვადასხვა საპროექტო ხელშეკრულებები.

პროგრამა უზრუნველყოფს ეფექტურ, სანდო და ხელმისაწვდომ ურბანულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და მომსახურებას, გაზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალს და ურბანული ტიპის დასახლებების კონკურენტუნარიანობას, გააუმჯობესებს 1.5 მილიონი ადამიანის საარსებო საშუალებებს (საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 35%). პროექტი აგრეთვე: (I) ამ დასახლებებისათვის გააუმჯობესებს ურბანულ გარემოს და ეკონომიკური შესაძლებლობების და კომუნალური და სოციალური სამსახურების ხელმისაწვდომობას; (II) ხელს შეუწყობს ეფექტურ და მდგრად ურბანულ ტრანსპორტირებას; და (III) შექმნის შემოსავლისა და დასაქმების შესაძლებლობებს.

პირველი (SUTIP 1) და მეორე (SUTIP 2) ტრანშის პროექტებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მომზადებული იქნა გარემოსდაცვითი მონიტორინგის ნახევარწლიანი ანგარიშები (EMRs), რომლებიც მოიცავს 2015 წლის იანვარი-ივნისის პერიოდს.
10 აგვისტო 2015

ბატონის ციხის რეაბილიტაცია (მუზეუმი და ტერიტორია) თელავში - ფაზა 2 ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტისა და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2015 წლის 24 აგვისტოს 13:00 საათზე, ქ. თელავში თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: ერეკლე მეორეს გამზირი N16) გაიმართება, ქვე-პროექტის - „ბატონის ციხის რეაბილიტაცია (მუზეუმი და ტერიტორია) თელავში - ფაზა 2“, გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტისა და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება ბანკის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარების პროექტის (RDP) ფარგლებში.
საზოგადოების წარმომადგენლებს დოკუმენტაციის გაცნობა შეუძლიათ:
10 აგვისტო 2015

მარნეულის #3 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია (მარნეულის მუნიციპალიტეტი) ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2015 წლის 17 აგვისტოს 12:00 საათზე, ქალაქ მარნეულში მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში (ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩა #73, მე-2 სართული) გაიმართება მარნეულის #3 ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
საზოგადოების წარმომადგენლებს გარემოს დაცვის მართვის გეგმის გაცნობა შეუძლიათ:
3 აგვისტო 2015

ქალაქ მარტვილის თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილში თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, მთლიანი სიგრძით 3 360 მეტრი.
21 ივლისი 2015

ქალაქ მარტვილში თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2015 წლის 28 ივლისს 14:00 საათზე, ქ. მარტვილში, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გაიმართება პროექტის „თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის“ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
მისამართი: მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის დარბაზი, თავისუფლების ქ. N 10.
13 ივლისი 2015

თელავის საკანალიზაციო მთავარი მაგისტრალის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი ითვალისწინებს არსებული ცენტრალური კოლექტორის რეაბილიტაციას ქალაქ თელავში. თელავის საკანალიზაციო სისტემა ფაქტიურად დანგრეულია და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს. სარეაბილიტაციო კოლექტორების საერთო სიგრძე შეადგენს 16,240 მეტრს.