დოკუმენტები

6 ოქტომბერი 2015

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა (ძველი შუამთა, ახალი შუამთა, იყალთო) და იყალთოს ეკლესიის საკონსერვაციო სამუშაოები - ფაზა 2

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის (RDP) ფარგლებში და ითვალისწინებს ძველი შუამთაში, ახალ შუამთაში და იყალთოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და იყალთოში წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის საკონსერვაციო სამუშაოებს. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში და თვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარედ მსუბუქი ტურისტული ინფრასტრუქტურის, სუვენირების მაღაზიების, საზოგადოებრივი ტუალეტების, შიდა და გარე წყალმომარაგების, ელექტრო მომარაგების და კანალიზაციის სისტემების, მისასვლელი გზებისა და ავტოსადგომების მოწყობას.

5 ოქტომბერი 2015

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფელ მეორე სვირისა და სვირის სადგურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (RMIDP 2) ფარგლებში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს სოფლების მეორე სვირისა და ახალი სვირის დამაკავშირებელი 7 კმ სიგრძის გზის რეაბილიტაციას. სარეაბილიტაციო გზა იწყება ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის გადასახვევიდან, გადის სოფელ მეორე სვირზე, დაუსახლებელ ტერიტორიებზე და სრულდება ახალ სვირში (დასახლება „სადგური სვირი“). არსებული საავტომობილო გზა ძლიერ დაზიანებულია.
5 ოქტომბერი 2015

ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (RMIDP 2) ფარგლებში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს ქ. ქუთაისში ნიკეას ქუჩის, ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევისა და სანაპირო ქუჩის რეაბილიტაციას. ნიკეასა და სანაპიროს ქუჩების (ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევის ჩათვლით) საერთო სიგრძეა 3 492 კმ.
2 ოქტომბერი 2015

სოფელ ჩალაუბნის გზის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს საავტომობილო გზის რეაბილიტაციას სოფელ ჩალაუბანში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, საერთო სიგრძით 3.656 კმ. ქვე-პროექტს ექნება გრძელვადიანი დადებითი ზემოქმედება გარემოზე, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან, გარემოზე ისეთი უარყოფითი ზემოქმედებების შემცირებით როგორიცაა: მტვერი, გამონაბოლქვი და მანქანების მოძრაობიდან წარმოქმნილი ხმაური.
2 ოქტომბერი 2015

სოფელ ბაკურციხის კულტურის სახლის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს სოფელ ბაკურციხის კულტურის სახლის რეაბილიტაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ქვე-პროექტს ექნება გრძელვადიანი დადებითი ზეგავლენა, ვინაიდან ადგილობრივი თემის ახალი კომფორტული კულტურის სახლის შენობით უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ პირობებს, კერძოდ, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ინტერესის გაზრდას განათლებასა და ფიზიკური აქტივობების მიმართ. რეაბილიტაციის შემდეგ, კულტურის სახლი გამოყენებული იქნება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისათვის.

2 ოქტომბერი 2015

კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობა კაცხის მონასტერთან

ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომისა და გადასახედი ტერასის მოწყობა კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ქვე-პროექტის ფარგლებში, ასევე, შეკეთდება ტაძრის მიმდებარე გზა, მოეწყობა სასმელი წყლის მიწოდების სისტემა ვიზიტორთა ცენტრისათვის და ტაძრისათვის.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

30 სექტემბერი 2015

სოფელები ცოდნისკარი-თელა-პატარა გორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცოდნისკარის თემში შემავალ სოფლებში თელასა და პატარა გორში სავტომობილო გზის რეაბილიტაციას.
28 სექტემბერი 2015

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინფრასტრუქტურის აღდგენა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და ნინოწმინდას მონასტერში

ქვე-პროექტის ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის (RDP) ფარგლებში და ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინფრასტრუქტურის აღდგენას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და ნინოწმინდას მონასტერში. ქვე-პროექტით დაგეგმილია ტურისტული ინფრასტრუქტურის, ბერების კელიების, ელ. მომარაგების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა დავით გარეჯის მონასტრისათვის. ნინოწმინდაში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები დავით გარეჯისა მსგავსად ითვალისწინებს ტურისტულის ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემის მოწყობასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. ეს არის დავით გარეჯში და ნინოწმინდაში განხორციელებული პროექტის მეორე ფაზა და მისი მიზანია გამოასწოროს პირველი ფაზის შემდგომ არსებული ხარვეზები და ასევე განახორციელოს დამატებითი სამუშაოები.
17 სექტემბერი 2015

სოფლების ცოდნისკარი-თელა-პატარა გორის დამაკავშირებელი გზის (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) რეაბილიტაციის ქვე-პროექტი

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)
ქვე-პროექტების გარემოს დაცვის მართვის გეგმების საჯარო განხილვა

2015 წლის 25 სექტემბერს 14:00 საათზე, სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლაში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, გაიმართება სოფლების ცოდნისკარი-თელა-პატარა გორის დამაკავშირებელი გზის (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმების საჯარო განხილვა.

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
საზოგადოების წარმომადგენლებს შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობა შეუძლიათ:
15 სექტემბერი 2015

სოფლების ბაკურციხის კულტურის სახლის და ჩალაუბნის გზის რეაბილიტაციის ქვე-პროექტი

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)
ქვე-პროექტების გარემოს დაცვის მართვის გეგმების საჯარო განხილვა

2015 წლის 23 სექტემბერს 2 საათზე, ქალაქ გურჯაანში, გურჯაანის მუნიციპალიტეიტს გამგეობის შენობის მცირე დარბაზში, გაიმართება სოფელ ბაკურციხის კულტურის სახლისა და სოფელ ჩალაუბნის გზის რეაბილიტაციის ქვე-პროექტების გარემოს დაცვის მართვის გეგმების საჯარო განხილვა.

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
საზოგადოების წარმომადგენლებს შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობა შეუძლიათ: