აბასთუმნის მწვანე და ლურჯი დერეფნის რეაბილიტაცია ადიგენის მუნიციპალიტეტში

4 ოქტომბერი 2021
მუნიციპალიტეტი: ადიგენი
დონორი: WB

 ქვე-პროექტის „აბასთუმნის მწვანე და ლურჯი დერეფნის რეაბილიტაცია“ განხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის (RDP III) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ქვე-პროექტი მოიცავს შემდეგ საქმიანობას: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არსებული გზის (SH-14) და მეორადი საგზაო ქსელის რეაბილიტაცია, მიწისქვეშა სივრცის მოწყობა ხაზოვანი ნაგებობების განსათავსებლად, ავტობუსების გაჩერებებისა და პარკირების ადგილების მოწყობა, საყრდენი კედლებისა და გზის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას და ა.შ.

მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისად, ქვე-პროექტისთვის შემუშავებულია გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვის დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

 

ESR_Abastumani Urban_GEO.pdf