რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვისა და განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტების სამუშაო ვერსიების საჯარო განხილვა

12 თებერვალი 2015

 რეგიონული განვითარების პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვისა და განსახლების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტების სამუშაო ვერსიების საჯარო განხილვა ჩატარდება:

-          2015 წლის 18 თებერვალს 12:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობაში (დუშეთი, რუსთაველის ქუჩა #27)

-               2015 წლის 18 თებერვალს 15:00 საათზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (ახალციხე, შალვა ახალციხელის ქუჩა #27).

რეგიონული განვითარების მესამე პროექტის მიზანია ინფრასტრუქტურული მომსახურებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების მხარდაჭერით ტურიზმის ეკონომიკის განვითარება სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.  ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტის აღწერს საჭირო გარემოსდაცვით და სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს რეგიონული განვითარების მესამე პროექტის დაგეგმვის, დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე ეროვნულ კანონმდებლობასთან და მსოფლიო ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. განსახლების ჩარჩო დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიდგომებს მიწის შეძენის და განსახლების საკითხების მიმართ, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

ამავე შეხვედრებზე წარმოდგენილი იქნება სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარებისა და ტურიზმის განვითარების სტრატეგიების ბუნებრივ და სოციალურ გარემოსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზეგავლენის სტრატეგიული შეფასების (SECHSA) ანგარიშის მოკლე მიმოხილვა.

ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების სრული სამუშო ვერსიების ნახვა ქართულ და ინგლისურ ენაზე შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:

         

 

              Draft_ESMF RDP III_ge

 

              Draft_RPF_RDP III-ge(1)

 

              Executive Summary SECHSA - ge.