სოფელ გერგეთში მისასვლელი საავტომობილო გზის და გერგეთის სამებასთან მისასვლელი საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

27 ნოემბერი 2017
მუნიციპალიტეტი: ყაზბეგი
დონორი: WB

2017 წლის 1 დეკემბერს 13:00 საათზე სოფელ გერგეთში, სახანძრო - სამაშველო სამსახურის შენობაში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან მიმდინარე პროექტის: „სოფელ გერგეთში მისასვლელი საავტომობილო გზის და გერგეთის სამებასთან მისასვლელი საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია“ თაობაზე.

 

შეხვედრისას დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია პროექტის მსვლელობასა და სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.

 

 

საკონტაქტო პირები:                            ნუცა გუმბერიძე, ბენეფიციარებთან ურთიერთობის

                                                                                                         სპეციალისტი, მობ: 598882019;

 

                                                                  ზურაბ ზილინაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის

         ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი,

                   მობ: 599551358