ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია

21 ივლისი 2017
მუნიციპალიტეტი: ზუგდიდი
დონორი: WB

ქვე-პროექტი - “ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია”, ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMIDPS) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სრულ რეაბილიტაციას.

 

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა 2017 წლის 19 ივლისს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

 

EMP_Zugdidi Botanical Garden-GEO_final