„ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებ”-ის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი კვლევის (IEE) განახლებული დოკუმენტის განხილვა

28 იანვარი 2016
მუნიციპალიტეტი: ბათუმი
დონორი: ADB

  2016 წლის 2 თებერვალს 12:00 სთ-ზე, ქ. ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში (მისამართი: ლუკა ასათიანის ქ. 25)საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ეგიდით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან, „ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრების“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი კვლევის (IEE)განახლებული დოკუმენტის განხილვის თაობაზე.

პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (SUTIP 4) ფარგლებშირომელიც მიმდინარეობს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით.

„ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრების“ პროექტის სამშნებელო სამუშოები ითვალისწინებს:

  • დაახლოებით 2 კმ სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და პლაჟის აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით;
  • ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობას, დიდი ზომის (1-3 ტონა თითოეული) ფლეთილი ქვის წყობით,  ფერდის ქანობია 1:3, წყობის სიგანე შეადგენს 25 მ-ს, საერთო სისქე 2,65 მ-ს. ამავე დროს, გათვალისწინებულია პლაჟის აღდგენა შესაბამისი  ქვიშა- ხრეშვანი ნარევით, რომლის შემოტანა მოხდება როგორც ბათუმის ძირითადი პლაჟის 2 კმ-იანი მონაკვეთიდან (კონცხის მიმდებარე ტერიტორიიდან), ასევე კარიერებიდან.  არსებული ბულვარის აღდგენილ პლაჟთან დაკავშირების მიზნით მოეწყობა 12 ცალი საფეხმავლო ხიდი სიგრძით 20 მ და სიგანით 1,5 მეტრი;
  • ასევე მონიტორინგის პროგრამას, მდინარის ჩრდილოეთის მიმართულებით გადინების რეორიენტაციის შესაძლებლობის ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით, რათა მდ. ჭოროხის ნატანის დანაკარგი კანიონში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

 

ზემოაღნიშნული სამუშაოების ჩატარება და პლაჟის აღდგენა განზრახულია  2000 მეტრის სიგრძის სანაპირო ზოლზე და  დაახლოებით 36-40 მეტრის სიგანეზე,  მდ. ჭოროხის შესართავთან არსებული ქვაყრილის დამბიდან (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია) ჟილინის არხამდე.  

 

Summary of preoject description Batumi protec_rev

 

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაინტერესებულ პირებს შეუძიათ დაუკავშირდნენ: 


ნინო ნადაშვილი -  მუნიციპალური განვითარების ფონდის გარემოს დაცვისა და განსახლების სამსახურის აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი კონსულტანტი ტელ: 595 070 442