ქ. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქცია - ფაზა 3 ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა

14 სექტემბერი 2016
მუნიციპალიტეტი: ვანი
დონორი: WB

 2016 წლის 19 სექტემბერს 14:00 საათზე, ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზის შენობაში  გაიმართება ქვე-პროექტის „ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკონსტრუქცია - ფაზა 3“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა.

ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP II) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

ქვე-პროექტი ითვალისწინებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციას, კერძოდ, ძველი მუზეუმის ნაგებობის დემონტაჟს და ახალი, თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისინაგებობის აშენებას. ქვე-პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მინაშენის დასრულება მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობასთან ერთად.

 

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება სოციალური ანგარიშვალდებულების, მოქალაქეთა ჩართულობის,  საჩივრებისა,  წინადადებების და გენდერის საკითხები.

 

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:

 

  • ·   საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი,

                  დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე,

                  გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48,

            ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge; საკონტაქტო პირი სოციალურ საკითხებთან

            დაკავშირებით - ნონა ჭიჭინაძე სოციალური უსაფრთხოების და გენდერის საკითხების

            სპეციალისტი, მობ.: 5 99 56 51 09, ელ-ფოსტა nchichinadze@mdf.org.ge ; 

 

  •  ·  ვანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში - ქ. ვანი, თავისუფლების ქუჩა 65,

                     საკონტაქტო პირი: ავთანდილ ხელაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის

                     წარმომადგენლების კოორდინატორი, მობ:  5 99 67 67 60,

           ელ-ფოსტა: kheladze.avto@gmail.com

 

გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

 

გარემოსდაცვითი მიმოხილვა-ვანის მუზეუმი-14.09.16