დაბა სტეფანწმინდაში ალ. ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია

გამოქვეყნებულია: 21 ივნისი 2019    /    ძალაშია: 22 ივლისი 2019

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: დაბა სტეფანწმინდაში ალ. ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია.

 

ქვე-პროექტი ითვალისწინებს დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის - ისტორიული მუზეუმის შენობის, ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაციას, ასევე მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობას.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=308956&lang=ge