კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქვემო გომში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 6 მარტი 2019    /    ძალაშია: 1 აპრილი 2019

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 2019 წლის 6 მარტს, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქვემო გომში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 2`470`043.00 ლარს (დ.ღ.გ.-ს გათვალისწინებით) სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2019 წლის 1 აპრილს 13:00 საათზე.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=297746&lang=ge