„ქ. ახალქალაქში ილია ჭავჭავაძის სკოლა #3-სა და დიდი არაკალის (სამცხე) საჯარო სკოლის შენობებში ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერებისთვის დიზაინი და მშენებლობა“

გამოქვეყნებულია: 22 იანვარი 2019    /    ძალაშია: 11 მარტი 2019

საქართველომ მიიღო ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციისგან (NEFCO) დაფინანსება საქართველოში საჯარო შენობების ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენების პროექტის განსახორციელებლად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს კომპანიებს პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის: „ქ. ახალქალაქში ილია ჭავჭავაძის  სკოლა #3-სა და დიდი არაკალის (სამცხე) საჯარო სკოლის შენობებში ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერებისთვის დიზაინი და მშენებლობა“.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მოწვევის წერილი:

 

მოწვევის წერილი