ხერთვისის ციხის კომპლექსის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა კონტრაქტის/ტენდერის # IBRD/RDPIII/CW/NCB/09-2016

გამოქვეყნებულია: 10 მარტი 2017    /    ძალაშია: 10 აპრილი 2017

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ხერთვისის ციხის კომპლექსის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

 

სარეაბილიტაციო  ტერიტორია მდებარეობს სოფელ ხერთვისში (ასპინძის მუნიციპალიტეტი), თბილისიდან 251 კმ.-ის მანძილზე, ზღვის დონიდან 1125 -ზე. პროექტი ითვალისწინებს:

) ციხის მიმდებარედ, ასპინძა-ვარძიის ავტომაგისტრალზე ავტოპარკინგის მოწყობას - ორი სამგზავრო ავტობუსისა და ხუთი  ავტომანქანისათვის, იქვე ტერიტორიზე მოეწყობა გამწვანებული კუთხე  მოსასვენებელი სკამებითა და გარე განათებით, საპირფარეშო (3 წერტილი, მათ შორის უნარშეზღუდულებისათვის) კანალიზაციის სათანადო გამწმენდით

) საფეხმავლო გზის მოწესრიგება-მოწყობას ავტოპარგინგიდან ქვედაციხის კარიჭის შესასვლელამდე - გათვალისწინებულია გზის საფარის მოწყობა გარემოსთან თავსებადი, კომბინირებული გადაწყვეტით, სხვადასხვა მონაკვეთებში  ბეტონის საფარის, ბუნებრივი ნატეხი ქვით მოკირწყვლას.

) ხერთვისის ციხის უნიკალური კარიბჭის რესტავრაცია-კონსერვაციას და  მის მიმდებარედ არსებული შენობა #1-ის (შენობა საინფორმაციო ცენტრისთვის)   და ცოტა მოშორებით მდებარე შენობა #2-ის (შენობა ციხის კომპლექსის ადმინისტრაციისთვისრეაბილიტაციას. სარესტავრაციოდ გამოიყენება რეგიონისთვის ტრადიციული ბუნებრივი მასალა - ადგილობრივი ქვა და მასთან თავსებადი კირის დუღაბი. გადახურვა მოეწყობა ტრადიციული ბანური გადახურვის სისტემით. ქვედაციხის ტერიტორიაზე, საპროექტო შენობებს შორის მოეწყობა ბილიკები და მოსასვენებელი ბაქანი ბუნებრივი ფლეთილი ქვით გრუნტის ზედაპირზე.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=223744&lang=ge