დასრულებული ტენდერები

გამოქვეყნებულია: 8 დეკემბერი 2017    /    დასრულებული: 14 დეკემბერი 2017

მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე - განსახების ადგილობრივი სპეციალისტი თბილისი-რუსთავის ურბანული გზის მშენებლობის პროექტისთვის

პროექტს აფინანსებს საქართველოს მთავრობა და აზიის განვითარების ბანკი, განმახორციელებელი ორგანო - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტი მიზნად ისახავს თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) მონაკვეთის თბილისი - რუსთავის გზის მოდერნიზაცია-მშენებლობას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს მოწვევას ინტერესის გამოხატვაზე - განსახების ადგილობრივი სპეციალისტი თბილისი-რუსთავის ურბანული გზის მშენებლობის პროექტისთვის.
გამოქვეყნებულია: 6 დეკემბერი 2017    /    დასრულებული: 8 იანვარი 2018

წალკისა და ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია (დარჩენილი სამუშაოები)

საქართველომ მიიღო დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მეორე პროექტის (WIMPII) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის:
წალკისა და ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია (დარჩენილი სამუშაოები).
გამოქვეყნებულია: 1 დეკემბერი 2017    /    დასრულებული: 14 თებერვალი 2018

„ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებისა და მშენებლობისთვის“ საერთაშორისო ტენდერი

№ GOG/DSI/ICB/02-2017

საქართველოს მთავრობამ გამოყო თანხა „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებისა და მშენებლობისთვის“ (საქართველოს მთავრობის განკარგულება #2497, დათარიღებული 30 ნოემბერი, 2017 წელი).
გამოქვეყნებულია: 28 ნოემბერი 2017    /    დასრულებული: 6 დეკემბერი 2017

შუამთისა და იყალთოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის აღჭურვილობის მიწოდება

IBRD/RDP/G/SH/03-2016-2
გამოქვეყნებულია: 28 ნოემბერი 2017    /    დასრულებული: 29 დეკემბერი 2017

განცხადება კონკურსის ჩატარების შესახებ - ქ. მცხეთაში ანტიოქიის მონასტრის მიმდებარედ, მდინარე მტკვრისა და მდინარე არაგვის შესართავთან საყოველთაო სანათლავის, ხოლო მდინარე არაგვზე საფეხმავლო ხიდის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს კონკურსს (
CNT170000100) “ქ. მცხეთაში ანტიოქიის მონასტრის მიმდებარედ, მდინარე მტკვრისა და მდინარე არაგვის შესართავთან საყოველთაო სანათლავის, ხოლო მდინარე არაგვზე საფეხმავლო ხიდის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით“. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 423 729 (ოთხას ოცდასამი ათას შვიდას ოცდაცხრა) ლარს დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) გარეშე . წინადადების მიღების ვადა სრულდება 2017 წლის 29 დეკემბერს 12:30 საათზე.
გამოქვეყნებულია: 25 ნოემბერი 2017    /    დასრულებული: 25 დეკემბერი 2017

მოთხოვნა ინტერესის გამოხატვაზე - საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა თბილისის მეტროს სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე

საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამის - მეხუთე ტრანშის ფარგლებში. აღნიშნული სესხის ნაწილით განხორციელდება თბილისის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები.


გამოქვეყნებულია: 3 ნოემბერი 2017    /    დასრულებული: 4 დეკემბერი 2017

მცხეთის კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტი

კონტრაქტის/ტენდერის # IBRD/RDPIII/CW/NCB/04-2017

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: მცხეთის კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტი.

გამოქვეყნებულია: 1 ნოემბერი 2017    /    დასრულებული: 13 ნოემბერი 2017

განცხადება ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ქ.თბილისში „მზიური“-ს პარკის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 119 600 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2017 წლის 13 ნოემბერს 15:00 საათზე.
გამოქვეყნებულია: 27 ოქტომბერი 2017    /    დასრულებული: 6 ნოემბერი 2017

განცხადება ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს გორის მუნიციპალიტეტში, კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების (ფხვენისი, ქორდი, მერეთი, პატარა მეჯვრისხევი, არბო, ქერე, კარბი, ფლავი, ფლავისმანი, დიდი მეჯვრისხევი და ერგნეთი) წყალმომარაგების სისტემის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 192 750 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2017 წლის 6 ნოემბერს 14:30 საათზე.
გამოქვეყნებულია: 27 ოქტომბერი 2017    /    დასრულებული: 6 ნოემბერი 2017

განცხადება ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კასპის (სოფლები: ბოჟამი, ხვითი, კოდისწყარო, საკორინთლო, ყარაფილა, სარიბარი, ზადიანთკარი), ქარელის (სოფლები: საციხური აბანო, კოდა) და საჩხერის (სოფლები: პერევი, ჯრია, დარყა, ჭალა და სპეთი) მუნიციპალიტეტის, კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 137 475 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2017 წლის 6 ნოემბერს 16:00 საათზე.