ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა მიწის შესყიდვისა და განსახლების გარე მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტის თანამდებობაზე

გამოქვეყნებულია: 12 ნოემბერი 2014    /    ძალაშია: 21 ნოემბერი 2014

პროექტს აფინანსებს საქართველოს მთავრობა და აზიის განვითარების ბანკი  (ADB). საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ფონდი) წარმოადგენს პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გზის გაუმჯობესების თაობაზე, და  თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაცია პრიორიტეტულ პროექტად გამოაცხადა. პროექტი მიზნად ისახავს 19.8 კმ სიგრძის ურბანული ტიპის გზის მშენებლობას თბილისსა და მის მეზობელ ქალაქ რუსთავს შორის.     

ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს მოთხოვნას ინტერესის გამოხატვაზე ადგილობრივი ინდივიდუალური კონსულტანტის შესარჩევად განსახლების პროცესისა და მისი ზემოქმედების მონიტორინგისა და შეფასებისათვის.

 

ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა