ბაზრის კვლევა - ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება

გამოქვეყნებულია: 21 დეკემბერი 2021    /    ძალაშია: 23 დეკემბერი 2021

 

 

მოგესალმებით,


სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP3) ფარგლებში გეგმას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

 

სამუშაოების ვადაა 14 თვე.

 

დაინტერესებულ პირს უნდა გააჩნდეს საზოგადოებრივი დანიშნულების პარკების და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის გამოცდილება.

 

მგფ ატარებს ბაზრის კვლევას აღნიშნული სამუშაოების მიწოდებაზე დაინტერესებული პირების გამოვლენისა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით. განცხადებას თან ერთვის ხარჯთაღრიცხვა.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს 2021 წლის 23 დეკემბრის 15:00 საათისა წარმოგვიდგინოთ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: procurement@mdf.org.ge

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ეკა ეზუგბაია

შესყიდვების კონსულტანტი

577 44 73 77

eezugbaia@mdf.org.ge

 

პატივისცემით,

შესყიდვების დეპარტამენტი

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

 

 

ხარჯთაღრიცხვა.pdf