განცხადება ელექტრონული ტენდერის შესახებ - ზესტაფონის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცხენთარო-აჯამეთი-ვარციხის დამაკავშირებელი სავტომობილო გზის და სოფლების ობჩა-როდინაულის დამაკავშირებელი შიდა გზების რეაბილიტაცია

გამოქვეყნებულია: 21 მარტი 2018    /    ძალაშია: 2 აპრილი 2018

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ზესტაფონის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცხენთარო-აჯამეთი-ვარციხის დამაკავშირებელი სავტომობილო გზის და სოფლების ობჩა-როდინაულის დამაკავშირებელი შიდა გზების რეაბილიტაციის ასევე მდინარე ყვირილაზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 295 000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2018 წლის 2 აპრილს  15:00 საათზე.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=262591&lang=ge