ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა ადგილობრივი კომუნიკაციის სპეციალისტის დასაქირავებლად

გამოქვეყნებულია: 20 მარტი 2017    /    ძალაშია: 24 მარტი 2017

მუნიციპალური განვითარების ფონდი

აზიის განვითარების ბანკი (აგბ)

 

სესხი N 3063 - GEO: საქართველოს მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა (მე-3 ტრანში)


ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა ადგილობრივი კომუნიკაციის სპეციალისტის დასაქირავებლად

Ref. No: SUTIP3-IC-08-2017


პროექტი ფინანსდება საქართველოს მთავრობისა (სმ) და აზიის განვითარების ბანკის მიერ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ) წარმოადგენს პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას

 

საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკიდან მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (SUTIP) მე-3 ტრანშის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილით მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ) დააფინანსებს ადგილობრივ კომუნიკაციის სპეციალისტს (შემდგომში „კონსულტანტი“), რომლის ძირითადი მიზანი იქნება, სხვა ფუნქციებთან ერთად, დაეხმაროს პროექტების განმახორციელებელ ჯგუფს „მხარეთა კომუნიკაციის სტრატეგიის“ მომზადებაში, რომლის მეშვეობითაც გაიზრდება ცნობიერება აგბ-ს მიერ დაფინანსებული თბილისი-რუსთავის საგზაო ურბანული კვანძის პროექტის შესახებ. კონსულტანტი უზრუნველყოფს კომუნიკაციის გაუმჯობესებას და ინფორმაციის ეფექტურ მიწოდებას პროექტის ბენეფიციარებისთვის. დეტალები მოცემულია სამუშაოთა აღწერილობაში, ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

 

კონტრაქტის ხანგრძლივობა იქნება 10 თვე, სრული განაკვეთით.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2017 წლის 24 მარტის 17:00 საათი.

დაინტერესებულმა პირებმა ინტერესი უნდა გამოხატონ და პირადი მონაცემები ატვირთონ აგბ-ს „კონსულტანტთა მართვის სისტემაში“ (Consultant Management System), შემდეგ მისამართზე:

 

https://uxdmz06.adb.org/OA_HTML/OA.jsp?OAFunc=XXCRS_CSRN_HOME_PAGE