ბაზრის კვლევა ფასების დადგენის მიზნით - ქალაქ რუსთავის ინტეგრირებული ურბანული განახლების მიზნით დეტალური პროექტის მომზადების საკონსულტაციო მომსახურება

გამოქვეყნებულია: 1 ივლისი 2022    /    ძალაშია: 7 ივლისი 2022

 გაცნობებთ, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს ბაზრის კვლევას ფასების დადგენის მიზნით, ქალაქ რუსთავის ინტეგრირებული ურბანული განახლების მიზნით დეტალური პროექტის მომზადების საკონსულტაციო მომსახურების შესასყიდად.

 

განსახორციელებელი პროექტის მთავარი კომპონენტებია:

 ·         გარკვეულ ტერიტორიაზე ურბანული დეტალური დიზაინის მომზადება, რომელიც იქნება ორიენტირებული ფეხით სავალ ნაწილზე;

 ·         მ. ასლანიკაშვილის პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა სპორტული სივრცეების მოწყობისა და ურბანული სრულყოფილი პარკის დაგეგმარება;

 ·         შერჩეული სახლების ფასადების და სახურავების რეაბილიტაციისთვის პროექტის მომზადება და კვლევის შედეგად სტრუქტურული პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში, მათი რეაბილიტაციის პროექტირება.

 

დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ თანდართული დოკუმენტები: (i) აღნიშნული საკონსულტაციო მომსახურების ტექნიკური დავალება (Terms of Reference); (ii) დასაპროექტებელი კომპონენტების მაგალითი; (iii) კომპონენტების ფასების შევსებული ცხრილი.

 

ფასების დადგენის მიზნით, გთხოვთ, ჩაერთოთ მოცემულ კვლევაში და წარმოადგინოთ ელ-ფოსტაზე თანდართული კომპონენტების ფასების შესავსები ცხრილი, არაუგვიანეს 2022 წლის  7 ივლისის 17 საათისა, ელ-ფოსტის საშუალებით: adbprocurement@mdf.org.ge

 

(i) Integrated Urban Upgrading-Terms of Reference

 

(ii) Examples for the Components

 

(iii) Components’ Prices Form to be filled in