განცხადება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესახებ

გამოქვეყნებულია: 28 აპრილი 2016    /    ძალაშია: 6 მაისი 2016

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, კმ 4+000 - კმ 10+800 მონაკვეთზე (7,1 კმ-ის მიდამოებში (.. მეხუთე ზონა) არქეოლოგიური კვლევის მესამე ეტაპის  მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 35 000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2016 წლის 06 მაისს 17:30 საათზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=188728&lang=ge