გამარტივებული ელექტრონული ტენდერი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მარელისი-ტყეპარკის კოტეჯამდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 1 დეკემბერი 2015    /    ძალაშია: 4 დეკემბერი 2015

მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N2465 განკარგულების საფუძველზე, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მარელისი-ტყეპარკის კოტეჯამდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1 300 000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2015 წლის 04 დეკემბერს 15:30 საათზე.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:

 

                     https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=169726&lang=ge