სიახლეები

19 დეკემბერი 2013

უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
18 დეკემბერი 2013

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ელგუჯა ხოკრიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი ბანკის მიერ დაფინანსებულ და მომავალში დასაფინანსებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხებოდა.
17 დეკემბერი 2013

საუკუნის პროექტი- მუნიციპარი განვითარების ფონდი არხოტში გზას გაიყვანს

პირიქითა ხევსურეთი პირაქეთა ხევსურეთს 25-კილომეტრიანი გზის მონაკვეთით დაუკავშირდება. ახალი სამშენებლო გზის პროექტის პრეზენტაცია რუსთაველის თეატრში გაიმართა. ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რეგიონულლი განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
15 დეკემბერი 2013

მგფ–ის დირექტორი აშშ–ში სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა

ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფს ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე თანათავმჯდომარეობდნენ. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი.
12 დეკემბერი 2013

მიუსაფართა თავშესაფარში დამატებითი ინფრასტრუქტურა მოეწყო

მოსკოვის პროსპექტზე განთავსებულ მიუსაფართა თავშესაფარში დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა გვიან ღამით დასრულდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადგილზე კოტეჯები დადგა, სადაც მედპუნქტი და სამზარეულო განთავსდება. დამონტაჟდება, ასევე, სველი წერტილებიც.
7 დეკემბერი 2013

მგფ-ის ხელმძღვანელობა საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის ფორმის განხილვისადმი მიძღვნილ კონფერენციას ესწრება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც საჯარო და კერძო სექტორის შორის პარტნიორობის ფორმის განხილვასა და სამომავლო პერსპექტივებს ეძღვნება, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობა აქტიურად არის ჩართული. ორ დღიან კონფერენციას, რომელიც ქობულეთში სასტუმრო „ ჯორჯიან პალასში“ 7-8 დეკემბერს იმართება ფონდის გენერალური დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი და მისი მოადგილე თეიმურაზ მურღულია ესწრებიან.
2 დეკემბერი 2013

კერძო და საჯარო სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია საქართველოს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძე. შეხვედრის მიზანს ბიზნესმენებისთვის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების პრიორიტეტებისა და ძირითადი მიდგომების გაცნობა წარმოადგენდა.
25 ნოემბერი 2013

მგფ-მა თერჯოლაში დევნილებისთვის რეაბილიტირებული კორპუსი გახსნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეებმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა როი პლაკნეტმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თერჯოლაში 44 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.
22 ნოემბერი 2013

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ლოგო შეიცვალა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, კომპანია branding.ge-თან ერთად, ფონდის რებრენდინგი განახორციელა. შეიცვალა ფონდის ლოგო და კორპორატიული ელემენტები. რებრენდინგის პროცესმა, ძირითადად, ფონდის ვიზუალური ნაწილი – ლოგო, კორპორატიული სტილი, ფერები მოიცვა. მუნიციპალური განვითარების ფონდს დღეიდან ახალი ლოგო ექნება.
20 ნოემბერი 2013

მგფ-მა ქარელში 56 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეებმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა როი პლაკნეტმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქარელში 56 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.