სიახლეები

1 ივნისი 2019

ბორჯომში ,,კავალერიის შენობის“ რესტავრაცია და მუზეუმად ადაპტაციის პროექტი იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბორჯომში კავალერიის შენობის რესტავრაცია/რეაბილიტაციას და მუზეუმად ადაპტაციის პროექტს იწყებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება და მისი სავარაუდო ღირებულება 3 მილიონი ლარია. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია შენობის პროექტირება და სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად გამოცხადებულია ტენდერი.
29 მაისი 2019

პროექტის მართვის ინსტიტუტმა (PMI) საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნა

პროექტის მართვის ინსტიტუტმა (PMI) საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გამართა.
ღონისძიებას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, PMI საქართველოს წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი ლელა მაჩაიძე, ადგილობრივი და საერთაშორისო, კერძო და საჯარო სექტორის ტოპ მენეჯერები და წევრები და პროექტის მართვის სფეროში მომუშავე 200-მდე პროფესიონალი ესწრებოდა.
28 მაისი 2019

მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორის ცენტრის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, ქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტირებული შენობა საზეიმოდ გახსნეს.
23 მაისი 2019

ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აშენდება

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ააშენებს. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 1984 წელს გაიხსნა, მაგრამ 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ მუზეუმი პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ დატოვა და მასში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია დღემდე ავარიულ შენობაშია მოთავსებული.
18 მაისი 2019

ზუგდიდში ბიბლიოთეკის პროექტირებასა და ზედამხედველობაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პროექტირებასა და ზედამხედველობაზე კონკურსი გამოაცხადა.
17 მაისი 2019

ნაფეტვრებიდან-ქვემო წყლულეთამდე და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
14 მაისი 2019

მუნიციპალური განვითარების ფონდი „გადმოსახედების“ მშენებლობას სტუდენტების ჩართულობით განახორციელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით გადმოსახედი მოედნების მშენებლობას იწყებს.
პროექტის მიხედვით, გადმოსახედები მოეწყობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სათანადოდ შერჩეულ ადგილებში - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ანდა გზების მიმდებარე, ტურისტულად მიმზიდველ ისეთ ადგილებში, საიდანაც იშლება შორეული ხედები.
13 მაისი 2019

ზუგდიდში ბიბლიოთეკის პროექტირებაზე ბაზრის კვლევა გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პროექტირების საფასურის დასადგენად ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
13 მაისი 2019

გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
10 მაისი 2019

ქალაქ მცხეთის გენერალურ გეგმაზე მუშაობა გრძელდება

ამხანაგობა „აქოლისი“ ქალაქ მცხეთის გენგეგმაზე მუშაობას განაგრძობს. ამხანაგობამ, რომელიც მულტიდისციპლინარული ჯგუფია და დარგობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ 8 საპროექტო კომპანიას აერთიანებს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.