სიახლეები

30 აპრილი 2013

პროექტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის

მუნიციპალური განვითარების ფონდი USAID-ის დაფინანსებით იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 9 სოფელში სასმელი წლის ხარისხსა და მიწოდებას გააუმჯობესებს, 7 სოფელში კი სანიაღვრე სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია დაიწყება. შელშეკრულების მიხედვით, რომელსაც ხელი დღეს მოეწერა „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის პროექტი“ - ს ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს შიდა ქართლში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში სანიაღვრე-სადრენაჯე არხების რეაბილიტაცია-მშენებლობასა და სასმელი წყლის გაუმჯობესების პროექტს.
29 აპრილი 2013

სალთვისი - ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით შიდა ქართლში, კერძოდ კონფლიქტის ზონაში ტირიფონისა და სალთვისის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას ახორცილებს. პროექტი 2008 წელს ომის შედეგად დაზარალებული 30 სოფლის -20 ათას ჰექტრამდე სარწყავი (საირიგაციო) სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. სამუშაოებზე კი ასამდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.

23 აპრილი 2013

შეხვედრა ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებთან

დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელებსა და ფრანგულ კომპანია სურეკას წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული კომპანია წყალტუბოს საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის დადებს. საკონსულტაციო მომსახურების მიზანია წყალტუბოს საკანალიზაციო სისტემის არსებული მდგომარეობის შესწავლა.
18 აპრილი 2013

შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან

დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი ქართული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
16 აპრილი 2013

შეხვედრა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებთან

დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან ერთად მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას სხვა საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი ესწრებოდა.
12 აპრილი 2013

მცხეთა-მთიანეთში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები

წეროვანის დევნილთა დასახლებაში საერთაშორისო ფონდ „მოძრაობა შიმშლის წინააღმდეგ“ (ACF International) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დახურვის ღონისძიება გაიმართა. წეროვანის დევნილთა დასახლებაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დაათვალიერეს.
5 აპრილი 2013

აზიის განვითარების ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელებმა სამომავლო გეგმები განიხილეს

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი და მისი მოადგილე გიორგი სომხიშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური ოფისის წარმომადგენელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის- თბილისი -რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე სექციის ტედენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხები.
14 მარტი 2013

წყალტუბოში წყლის მიწოდების ხარისხი გაუმჯობესდა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქ.წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.კონტრაქტორმა ფირმამ ” ნიუ ქონსტრაქშენი” სატუმბი სადგური შეაკეთა. ძველი წყლის მილები ჩაანაცვლეს წნევიანი მილსადენით. მიწაში ჩაიდო პოლიეთილინის და ფოლადის მილები. დამონტაჟდა წყალსადენის 2 ტუმბო-აგრეგატი და ელექტრომოწყობილობები.
13 მარტი 2013

ფონდი სამუშაოდ იწვევს საერთაშორისო ექსპერტს

მუნიციპალური განვითარების ფონდი სამუშაოდ იწვევს მაღალკვალიფიციურ საერთაშორისო ექსპერტს, მეტროსადგურის ხაზის მშენებლობაში კონსულტაციის გასაწევად.
12 მარტი 2013

თელავის გარე განათების რეაბილიტაცია

მუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავის ცენტრალური ქუჩების გარეგანათებით უზრუნველყოფა დაასრულა. გარე განათების რეაბილიტაცია ერეკლეს მოედნის ტერიტორიას და ჩოლოყაშვილის, რუსთაველის, ნადიკვრის, ბარნოვისა და ერეკლე მოერეს ქუჩებს შეეხო. აღნიშნულ ტერიტორიებზე 161 ერთსანათიანი, 59 ორსანათიანი და 20 ბრა დამონტაჟდა.