ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგები სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების განხორციელების შედეგად, ბოლნისის მოსახლეობა, კერძოდ 10 ათასამდე ადამიანი ნაცვლად არსებული 10 საათიანი გრაფიკისა, წყალს 18-დან  24 საათიან  რეჟიმში მიიღებს. ამასთანავე გაუმჯობესდება წყლის ხარისხი. დღეს მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს გაერთიანებული წყალმოარაგების კომპანიის დირექტორმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორ პაატა ხიზანიშვილთან და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

ობიექტი სამუშაოების დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში ინფრასტტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციას -საქართველოს გაერთიანებული წყალომარაგების კომპანიას გადაეცემა.

პროექტის ფარგლებში მოხდება   5003 მოცულობის 2 რეზერვუარის და დაზიანებული სახურავების შეცვლა, ტერიტორიაზე არსებული კომუნიკაციების სრულ რეკონსტრუქცია და ახალი საქლორატოროს მშენებლობა. ამასთანავე მოხდება  არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების (13 კორპუსი) გამრიცხველიანება და ტანძიაბოლნისის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა.  

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიაჯავაახორციელებსპროექტი  2016 წელს დასრულდება