პრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო გახსნა

საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით შავლიაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად დაბა ასპინძაში დეპარტამენტის ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფისამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო გახსნა. შენობის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. გახსნის ღონისძიებას მინისტრებთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა.

საზეიმო ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები,  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობის წევრები, ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

შენობის გახსნასთან ერთად პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირად შემადგენლობას დაარსების 10 წლისთავი მიულოცა.

ასპინძაში შსს საგანგებო სიტუაციების ცენტრის შენობის  რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საერთო ღირებულება  4 276 291.97 ლარიაპროექტის ფარგლებში 150- მდე ადამიანი დასაქმდა . საგანგებო სიტუაციების ცენტრის შენობის რეაბილიტაცია  2013 წელს დაიწყო და 2014 წლის ოქტომბერში დასრულდა.

პროექტის ფარგლებში მოხდა ძველი ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟირომელიც მთლიანად ამორტიზირებული იყოსრულად შეიცვალა სახურავიგაილესა და შეიღება ფასადიგამოიცვალა კარ-ფანჯრები; დაიგო იატაკი და გაკეთდა ახალი ჭერი; ჩატარდა ლესვისა და სამღებრო სამუშაოები,; მოხდა კედლების დათბუნება და დამონტაჟდა გათბობის სისტემაგამოიცვალა ელექტროგაყვანილობამოეწყო სიგნალიზაციისა და სავენტილაციო სისტემატერიტორიის მთლიან პერიმეტრზე დამონტაჟდა სათვალთვალო კამერები.

ძირითადი შენობის რეაბილიტაციის გარდა, პროექტის ფარგლებში აშენდა საკონტროლო გამშვები პუნქტის ახალი შენობა. ასევე აშენდა საქვაბე და დამონტაჟდა თბომომარაგების სისტემა. ამასთან, აშენდა როგორც დახურული, ისე ღია ტიპის ავტოსადგომები და ავტოსამრეცხაო. ტერიტორია მთლიანად შეიღობა ბეტონის საფასადო ბლოკითმოეწყო ხელოვნურსაფრიანი სათამაშო და სავარჯიშო მოედანიეზოში დაიგო ასფალტობეტონის საფარი