ქობულეთში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი  ქალაქ ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის  სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი ადგილზე გაეცნო.

პროექტის განხორციელების შედეგად ქობულეთში ჩამდინარე წყლებიპერმანენტულად გაიწმინდება, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ქალაქისმიმდებარე წყალსატევებში გაუწმენდავი წყლის მოხვედრას.

ეს კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ზღვისპირა კურორტ ქობულეთის სანაპირო წყლის ხარისხს და ხელს შეუწყობს საკურორტო ინფრასტრუქტურისა და შესაბამისადქალაქისა და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასქობულეთის მოსახლეობას და ტურისტებს წლების განამვლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებაამავდროულად, პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.  

სამუშაოებზე, რომლის საერთო ღირებულება 3 691 574.26 ლარია, 20-მდე ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ჰოლანდიის მთავრობისა და აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება