მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს საკურორტო ზონის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს

7 თებერვალი 2015

          საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ერთდროულად რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს და საკურორტო ზონის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. დღეს მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა ადგილობრივი  ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

         პროექტის ფარგლებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები  ერთდროულად 7 ობიექტზე  ხორციელდება. შენდება კურორტის მართვის ოფისი, ცენტრალური პარკისა  და ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე  კი მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობები. ამავდროულად მიმდინარეობს ცენტრალური პარკის გზებისილიკებისანიაღვრე-სადრენაჟე სისტემების აღდგენა და გარე განათებების მონტაჟი. შიდა სარემონტო სამუშაოები  უტარდება წყალტუბოს მუნიციპალურ შენობა–ნაგებობებს: გამგეობის,  საკრებულოს,  თეატრისა და რკინიგზის შენობებს. ხდება მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა. 

წყალტუბოს სარეაბილიტაციო სამუშაოების  ჯამური  ღირებულება  39 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, რომელსაც „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.  მშენებლობაზე ჯამში 170  ადამიანია დასაქმებული.

წყალტუბოს საკურორტო ზონის  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.