ოზურგეთში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

29 იანვარი 2015

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსმუნიციპალური განვითარების ფონდი“, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთანერთად, ქალაქ ოზურგეთში, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს, დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელიგაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისწარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, 30 კილომეტრიან მონაკვეთზე გამოიცვლებ ამორტიზებული მილები. ასევე, განხორციელდება სატუმბი სადგურიდან გამომავალი მილსადენისა და ქალაქის ცენტრალური უბნების წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია.
ამჟამად არსებული ამორტიზებული წყალსადენი ქალაქის წყალმომარაგების ქსელის ხშირ დაზიანებებს იწვევს, რის გამოც იზრდება წყლის დანაკარგი, წნევა არასტაბილური ხდება და სასმელი წყლის მიწოდება ფერხდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ოზურგეთის 10.300 მცხოვრები მაღალი ხარისხის წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს. 
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსმუნიციპალური განვითარების ფონდიდაგაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. სამუშაოებზე 22 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მკვიდრია.