ჩხოროწყუში, გარახის უბანში 50 ბავშვზე გათვლილი ბაგა -ბაღი შენდება

23 დეკემბერი 2014

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს სსიპ  მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით დაბა ჩხოროწყუში, კერძოდ გარახის უბანში  საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას ახორიცელებს.  პროექტის საერთო ღირებულება  222 221,00 ლარია.

პროექტის ფარგლებში ფონდმა მოახდინა არსებული ამორტიზებული 25 ადგილიანი საბავშო ბაგა-ბაღის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 50 ადგილიანი ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ დროისათვის დასრულებულია კედლების ამოყვანა და გადახურვის სამუშაოები. პარალელურად მუშაობენ გარე ინფრასტრუქტურაზე (ეზოს შემოღობვა და ა.შ), რის შემდეგაც შიდა კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება.  ამ ეტაპზე დასაქმებულია 10-15 ადამიანი, მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.  სამუშაოებს ახორციელებს ქართული კომპანია შპს ,,ინდიკო“.

პროექტის დასრულების შემდეგ ბაგა-ბაღით ქვედა და ზედა გარახას მოსახლეობა ისარგებლებს.