320 იძულებით გადაადგილებულ ოჯახისთვის ზუგდიდში 10 კორპუსი შენდება

11 ნოემბერი 2014

320 იძულებით გადაადგილებული ოჯახი  წლის ბოლოს ახალ  საცხოვრებელ სახლს მიიღებს, 320 ოჯახისთვის ზუგდიდში 10 ახალი საცხოვრებელი  კორპუსიშენდება. სამშენებლო  სამუშაოები  დღეს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავილაშვილმა  და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის  მოადგილე  ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერეს და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს  გაესაუბრნენ.

სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით ახორციელებს.  მას შემდეგ, რაც ზუდგიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსების მშენებლობა დასრულდება, ასობით დევნილ ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდებასამშენებლო სამუშაოებზე,  200  ადამიანია  დასაქმებული, აქედან 150 ადგილობრივი მოსახლეა,  ხოლო 50 -ამდე იძულებით გადაადგილებული პირი. მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ოთხ და ხუთსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. საერთო ჯამში, პროექტით 320 ბინის  მშენებლობაა  გათვალისწინებული, შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა სრულად არის  ადაფტირებული  შეზღუდული  შესაძლებლობების  მქონე პირთათვის. პროექტი,  აგრეთვე,  ითვალისწინებს  ტერიტორიის  კეთილმოწყობას  და საინჟინრო კომუნიკაციების (წყალსადენი, კანალიზაცია, ვენტილაცია, ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება) მშენებლობას.  საცხოვრებელ  უბანში გათვალისწინებულია გამწვანებული  ბაღის,  საბავშვო  და სპორტული  მოედნის  მოწყობაც. მთელ ტერიტორიაზე  განათების  სისტემა დამონტაჟდება,  ასევე,  გამწვანდება  ტერიტორია, სპორტულ  მოედანზე  კი  ხელოვნური  საფარი  დაიგება. ყველა სახლს ექნება ღია ავტოსადგომი, ძირითადი  გზების  ავტოსადგომზე  დაიგება ასფალტობეტონის საფარი.

კორპუსების მშენებლობის პარალელურად, სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ტერიტორიაზე ჭაბურღილების ბურღვაც მიმდინარეობს. ამ სამუშაოების შედეგად, 10 კორპუსის მოსახლეობას ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება და არ იქნება დამოკიდებული ქალაქის ქსელზე. მშენებლობის დასრულების შემდეგ, პროექტის ფარგლებში, ყველა ბინაში დამონტაჟდება კარმის ტიპის გამათბობელი და გაზქურა.

კორპუსების მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. სამუშაოების საერთო ღირებულება 10 მლნ. 339 ათასი ლარია. სამუშაოებს ქართული კომპანია - შპს ,,დაგიახორციელებს