გიორგი ამაშუკელმა მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტს უმასპინძლა

10 ნოემბერი 2014

საქართველოს  რეგიონული  განვითარებისა  და  ინფრასტრუქტურის  მინისტრის პირველი  მოადგილე  და, ამავდროულად  მუნიციპალური  განვითარების  ფონდის აღმასრულებელი  დირექტორი, გიორგი ამაშუკელი,  მსოფლიო ბანკის  ვიცე-პრეზიდენტს  ლორა  თაკს  შეხვდა.  ფონდის დირექტორმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს რეაბილიტირებული  კახეთი დაათვალიერებინა,  კახეთის რეაბილიტაცია  სწორედ  მსოფლიო  ბანკის  დაფინანსებით განხორციელდა.   კერძოდ,  ვიცე პრეზიდენტმა რეაბილიტირებული თელავი და ალავერდი მოინახულა. ალავერდის  მონასტრის ტერიტორიაზე ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მაწვნის სახლი გააკეთა.   გარდა  რეაბილიტირებული ობიექტების მონახულებისა, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის  შესახებაც  ისაუბრეს. მსოფლიო  ბანკის  დაფინანსებით  მუნიციპალური  განვითარების  ფონდი  რეგიონული  განვითარების  მესამე  პროექტს  იწყებს, რომლის ფარგლებშიც მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეაბილიტაცია დაიწყება.  მხარეები შეთანხმდნენ, რომ  სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების განხორციელებაც  ისეთი  წარმატებით გაგრძელდება, როგორც ამჟამად მიმდინარეობს.